პროტოკოლი
სტერილიზაცია
ეს ის გვერდია, რომელსაც კლინიკები ჩვეულებრივ ერთი წინადადებით ამთავრებენ. ჩვენ სრულად გიწერთ პროტოკოლს, ვინაიდან თუ პაციენტმა არ იცის, რა ხდება ინსტრუმენტთან, მას მხოლოდ დაჯერება რჩება.
ავტოკლავი
ავტოკლავი
ყველა ინსტრუმენტი ავტოკლავში გადის სტერილიზაციას. ეს საერთაშორისო სტანდარტია და გამონაკლისი არ არსებობს.
Bowie-Dick ტესტი
ბოვი-დიკის ტესტი და ჟურნალი
ავტოკლავის გამართულობას ბოვი-დიკის ტესტით ვამოწმებთ და შედეგს ცალკე ჟურნალში ვწერთ. ანუ არა მხოლოდ ვასტერილებთ. ვამოწმებთ, რომ სტერილიზაცია მართლა შედგა, და ამის ჩანაწერი გვაქვს.
ყოველ პაციენტზე
ბუნიკი ყოველ პაციენტზე
ბუნიკი. ის ნაწილი, რომელშიც ბურღი იდება. ავტოკლავში შედის ყოველი პაციენტის შემდეგ, არა დღის ბოლოს.
ყოველ ვიზიტზე
შეხებადი ზედაპირები
ყოველ ვიზიტზე, სანამ პაციენტი დაჯდება, ის ნაწილები, რომლებსაც ექიმი შეიძლება შეეხოს, იფარება და აღინიშნება, რომ მომდევნო პაციენტზე აუცილებლად შეიცვალოს.
მეტალის გარეშე
უმეტალო კერამიკა
ვინირსა და გვირგვინზე უმეტალო კერამიკასა და ცირკონს ვიყენებთ. მეტალის საფუძველი შუქს არ ატარებს და წლების შემდეგ ღრძილთან ნაცრისფერ ზოლს ტოვებს.
თუ რომელიმე ეტაპზე გინდათ ნახოთ, როგორ ხდება, გვითხარით ვიზიტისას. ავტოკლავის ჟურნალი კლინიკაშივეა და მისი ჩვენება პრობლემა არ არის.
ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის ქ. 178
ორშაბათი – შაბათი · 10:00–19:00
+995 557 010 155