სერვისები
ქირურგია და იმპლანტაცია
რთული ქეისები, რომლებსაც 25 წლიანი ქირურგიული გამოცდილება და 3D დაგეგმვა უდგას უკან.

6 · ქირურგია და იმპლანტაცია

კბილის ამოღება
კბილის ამოღება მხოლოდ მაშინ, როცა მისი შენარჩუნება უკვე შეუძლებელია.
იმპლანტაცია
დაკარგული კბილის აღდგენა 25-წლიანი ქირურგიული გამოცდილებითა და 3D დაგეგმვით. თუ იმპლანტი ძვალთან არ ინტეგრირდა, თანხას სრულად ვაბრუნებთ.
All-on-4 / All-on-6 / All-on-X
მთელი ყბის აღდგენა ოთხ ან ექვს იმპლანტზე დამაგრებული კონსტრუქციით. უძრავი კონსტრუქცია მოსახსნელი პროთეზის ნაცვლად.
სინუს ლიფტინგი
ზედა ყბაში ძვლის სიმაღლის გაზრდა იმ შემთხვევებში, როცა იმპლანტის ჩასადგმელად საკმარისი ადგილი არ არის.
ძვლის აღდგენა
დაკარგული ძვლის მოცულობის აღდგენა, რათა იმპლანტს მყარი საყრდენი ჰქონდეს.
სიბრძნის კბილის ამოღება
რთული და ჩაჭედილი სიბრძნის კბილების ამოღება 3D დაგეგმვით. ნერვის მდებარეობას წინასწარ ვადგენთ.
Likedent
ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის ქ. 178
ორშაბათი – შაბათი · 10:00–19:00
+995 557 010 155


