ესთეტიკა და რესტავრაცია

ღიმილის ციფრული დიზაინი

ღიმილს ეკრანზე, თქვენი სახის პროპორციების გათვალისწინებით ვგეგმავთ. კბილების ფორმას, ფერსა და პროპორციებს ერთად ვარჩევთ, სანამ მკურნალობას დავიწყებთ.

ვისთვის არის

  • თუ რამდენიმე კბილის ერთდროულად შეცვლა გჭირდებათ.
  • თუ გსურთ, გადაწყვეტილების მიღებამდე წინასწარ ნახოთ მოსალოდნელი შედეგი.
  • თუ წარსულში ესთეტიკური მკურნალობის შედეგით უკმაყოფილო დარჩით.
  • თუ ვინირების გაკეთებას ან პირის ღრუს სრულ რეაბილიტაციას გეგმავთ.

როგორ მიმდინარეობს

  1. ფოტო და სკანირება

    ვიღებთ ფოტოებს და კბილების ციფრულ მოდელს, რათა გავითვალისწინოთ სახის პროპორციები.

  2. ციფრული დიზაინი

    კბილების ფორმასა და პროპორციებს ეკრანზე ერთად ვარჩევთ.

  3. Mock-up

    წინასწარ მორგებულ დიზაინს პირის ღრუში მოირგებთ და სახლში წაიღებთ.

  4. დამზადება

    დამტკიცებული დიზაინის მიხედვით კონსტრუქცია ჩვენსავე ლაბორატორიაში მზადდება.

ხშირად დასმული კითხვები

ხშირი კითხვები

თუ დამატებითი კითხვები გაქვთ, მოგვწერეთ WhatsApp-ზე.

Likedent

Likedentგამარჯობა! აირჩიეთ კითხვა ქვემოთ.

აირჩიეთ კითხვა

ეს ცალკე მომსახურებაა თუ ვინირების ნაწილია?
ეს ვინირების, გვირგვინებისა და პირის ღრუს სრული რეაბილიტაციის დაგეგმვის ეტაპია. შესაძლებელია მისი ცალკე ჩატარებაც, თუ ჯერ მხოლოდ არსებული შესაძლებლობების გაცნობა გსურთ.
Mock-up-ით ჭამა შემიძლია?
Mock-up დროებითი კონსტრუქციაა და ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს. მისი დანიშნულებაა, ბუნებრივ განათებაში ნახოთ მოსალოდნელი შედეგი და მიიღოთ გადაწყვეტილება. ის სრულფასოვანი ღეჭვისთვის არ არის განკუთვნილი.

უფასო კონსულტაცია

Likedent · ბათუმი
სერვისიღიმილის ციფრული დიზაინი
Likedent

ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის ქ. 178
ორშაბათი – შაბათი · 10:00–19:00
+995 557 010 155

უფასო კონსულტაცია

პირველი ვიზიტი უფასოა. ვიწყებთ დათვალიერებით და, საჭიროების შემთხვევაში, 3D სურათით, რომ მკურნალობის გეგმა ვარაუდს არ ეფუძნებოდეს.

სამუშაო საათების მიღმა დატოვეთ განაცხადი. დაგიკავშირდებით მომდევნო სამუშაო დღეს.+995 557 010 155