ხშირად დასმული კითხვები
კონსულტაცია რა ღირს?
პირველი კონსულტაცია უფასოა, ყველა ექიმთან, გამონაკლისის გარეშე. დათვალიერებაზე და მკურნალობის გეგმის განხილვაზე არ იხდით. გადახდა მაშინ იწყება, როცა მკურნალობაზე შეთანხმდებით.
განვადება გაქვთ?
დიახ. TBC ბანკთან და საქართველოს ბანკთან. განაცხადის შევსება კლინიკაშივე შეგიძლიათ, ცალკე ბანკში წასვლა არ დაგჭირდებათ. კონკრეტულ პირობებს ბანკი განსაზღვრავს.
რა გარანტიას იძლევით?
თუ იმპლანტი არ ინტეგრირდა, თანხას სრულად ვაბრუნებთ. ინტეგრაციის შემდეგ. ეს დაახლოებით 3 თვეა. ორთოპედიულ კონსტრუქციაზე 1 წლის განმავლობაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უფასოდ ვცვლით. იგივე ვრცელდება ვინირზე, გვირგვინსა და ბჟენზე, თუ ხარვეზი პაციენტის ბრალით არ არის გამოწვეული.
რომელ ენებზე ესაუბრებით პაციენტს?
ქართულად, რუსულად და ინგლისურად.
რომელ დღეებში და საათებში მუშაობთ?
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე.
სედაცია გაქვთ?
არა. ვიყენებთ ადგილობრივ ანესთეზიას, რომელიც პროცედურების აბსოლუტურ უმრავლესობას სრულიად უმტკივნეულოს ხდის. თუ სედაცია გჭირდებათ, ამას წინასწარ გეტყვით, ვიდრე ვიზიტზე მოხვალთ.
პირველ ვიზიტზე რა უნდა წამოვიღო?
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და, თუ გაქვთ, წინა რენტგენები ან მკურნალობის ამონაწერი. მეტი არაფერი. დანარჩენს ადგილზე გავაკეთებთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე.
ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის ქ. 178
ორშაბათი – შაბათი · 10:00–19:00
+995 557 010 155