კონფიდენციალურობა
რა მონაცემებს ვაგროვებთ ამ საიტზე, რატომ და რამდენ ხანს ვინახავთ.
რას ვაგროვებთ
მხოლოდ იმას, რასაც ჩაწერის ფორმაში თავად შეიყვანთ: სახელი, ტელეფონის ნომერი, სასურველი სერვისი, თარიღი და დრო, და თქვენი შენიშვნა. სხვა არაფერი.
რატომ
რომ დაგიკავშირდეთ და ვიზიტი შევათანხმოთ. ამ მონაცემებს არ ვყიდით, არ ვცვლით და მესამე მხარეს არ გადავცემთ.
სამედიცინო ჩანაწერები
ამ საიტზე სამედიცინო ინფორმაციას არ ვაგროვებთ. თქვენი სამედიცინო ჩანაწერი კლინიკაში იქმნება, ვიზიტის დროს, და ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას პაციენტის უფლებების შესახებ.
ფოტო და ვიდეო
პაციენტის ფოტოს ან ვიდეოს საჯაროდ არ ვიყენებთ წერილობითი თანხმობის გარეშე. თანხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოითხოვოთ.
თქვენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა. მოგვწერეთ და შევასრულებთ.
კონტაქტი
likedent44@gmail.com · +995 557 010 155
ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის ქ. 178